

ექთნებისა და მეან-ექთნების საქმიანობის განვითარებისა და პროფესიული რეგულირების საკითხებზე, ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო დაწესებულებებისა და საექთნო ასოციაციების წარმომადგენლებთან ერთად, სფეროს განვითარების გეგმები განიხილა.
მინისტრის განცხადებით, ხარისხის განვითარების მიმართულებით, რეფორმა გაგრძელდება. ნებისმიერი ცვლილება დაეფუძნება დეტალურ ანალიზს, ზუსტ გათვლებსა და სექტორთან უწყვეტ დიალოგს, რათა თავიდან იქნას აცილებული კადრების დეფიციტის შესაძლო გაღრმავება და უზრუნველყოფილი იყოს პროცესის თანმიმდევრული განვითარება.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ განისაზღვრება როგორც ახლო, ისე - გრძელვადიანი პრიორიტეტები, რაც ეტაპობრივად გააძლიერებს ექთნებისა და მეან-ექთნების სფეროში არსებულ შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს სისტემის მდგრად განვითარებას.
შეხვედრას მინისტრის მოადგილეები - თეა გიორგაძე და ირინე წაქაძე, სამინისტროს სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელები და სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Android: https://play.google.com/store/apps/details…
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze https://sheniekimi.ge/2025/11/28/%e1%83%9b%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%ae%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%9c-%e1%83%a0%e1%83%9d/
Comments
Post a Comment