

2026 წლის მარტში, ტოკიოში კვლავ გაიხსნება უჩვეულო პოპ-აპ მაღაზია Hidden in Tokyo, რომელიც მომხმარებლებს „კანონიერი ქურდობით“ დაკავებას სთავაზობს.
1000 იენის (დაახლოებით 7 დოლარი) სანაცვლოდ, მსურველები თაროებიდან ნებისმიერი ნივთის ასაღებად 60 წამს მიიღებენ - რაოდენობა და ღირებულება შეზღუდული არ არის. თუმცა არსებობს ერთი პირობა: პროცესი აბსოლუტურ სიჩუმეში უნდა მიმდინარეობდეს. მთელი მაღაზია აღჭურვილია ზემგრძნობიარე მიკროფონებით, რომლებიც ყველაზე მცირე ხმაურსაც კი აღიქვამენ - ნაბიჯის ხმას, შეფუთვის შრიალს ან თუნდაც მძიმე სუნთქვას.
თუ სისტემა ხმას დააფიქსირებს, „ქურდობა“ დაუყოვნებლივ წყდება და მომხმარებელს თავისი „ნაძარცვის“ თაროებზე დაბრუნება მოუწევს. მონაწილეს მხოლოდ იმ ნივთების წაღება შეუძლია, რომელთა ხელში დაჭერას ან ტანზე მორგებასაც მოასწრებს.
ამ ფორმატმა მყიდველებს შორის უკვე დიდი ინტერესი გამოიწვია. გასულ წელს მსგავსმა გამოწვევამ უზარმაზარი რიგები შექმნა მათგან, ვისაც საკუთარი მოხერხებულობისა და თავშეკავების შემოწმება სურდა. 2026 წლის ღონისძიება 13-დან 16 მარტამდეა დაგეგმილი.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Android: https://play.google.com/store/apps/details…
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%a3%e1%83%a9%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%9d-%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%9e-%e1%83%90%e1%83%9e-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%90%e1%83%96%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90/
Comments
Post a Comment