

რატომ 10, 12 თუ 15 გამეორება?
დრო, რომელსაც კუნთი ატარებს დაძაბვაში, განსაზღვრავს — გაიზრდება ის, თუ გახდება გამძლე.
თითოეული გამეორება ვარჯიშის დროს არ არის უბრალოდ „ციფრების დათვლა". ის დროის სარკეა, რომელიც გვიჩვენებს, თუ რომელი ენერგეტიკული სისტემა მუშაობს კუნთში და რომელი ტიპის ბოჭკოები იღებენ მაქსიმალურ სტიმულს.
სწორედ ამ ლოგიკიდან წარმოიშვა „10, 12 ან 15 გამეორების" კლასიკური სქემები. ეს შემთხვევითი რიცხვები არ არის — ისინი კუნთის ფიზიოლოგიის სიღრმიდან მოდიან.
ენერგიის სამი წყარო
ადამიანის კუნთი ენერგიას იღებს სამი სისტემიდან. თითოეული მუშაობს კონკრეტული დროის ფანჯრისთვის და არცერთი არ არის „უკეთესი ან უარესი" — უბრალოდ განსხვავებულ მიზნებს ემსახურება.
ფოსფაგენური სისტემა (ATP-CP) — ენერგიის პირველი 10 წამი. მაქსიმალური ძალა, ფეთქებადობა. ამ დროს მუშაობს ტიპი II-X — სწრაფი, ძლიერი, თეთრი ბოჭკოები.
გლიკოლიზური სისტემა (ლაქტატური) — 15-20 წამიდან 1 წუთამდე. სწორედ ეს ინტერვალი არის კუნთის ჰიპერტროფიისთვის „ოქროს ზონა". ამ ზონაში მუშაობს პრიორიტეტულად II-A ტიპის — შუალედური ბოჭკოები.
აერობული სისტემა (ოქსიდაციური) — 2 წუთის შემდეგ და მეტი. ჟანგბადით მდიდარი გამძლეობითი მუშაობა. ჩართულია I ტიპის — ნელი, წითელი, მიტოქონდრიების მდიდარი ბოჭკოები.
„ერთი გამეორება = 2–4 წამი. ათი გამეორება = 20–40 წამი.
ეს დრო სწორედ გლიკოლიტური სისტემის ზონაშია."
— ფიზიოლოგიური მათემატიკა
ადამიანის ჩონჩხის კუნთი არ არის ერთგვაროვანი ქსოვილი. მასში ორი განსხვავებული ტიპის ბოჭკო თანაარსებობს — თითოეული განსხვავებული ფიზიოლოგიით, განსხვავებული ენერგეტიკით, განსხვავებული დანიშნულებით. ამ ორი ბოჭკოდან, ერთი იყოფა ქვე ტიპად (2-ა და 2-X ბოჭკოებათ)
ტიპი I — ნელი, წითელი, გამძლე. ინარჩუნებს სხეულის პოსტურას და ავითარებს გამძლეობას. მარათონელების კუნთი 60–75%-ით სწორედ ასეთი ბოჭკოებით შედგება.
ტიპი II-A — შუალედური, ადაპტირებადი. ამ ბოჭკოებს შეიძლება „ცვალებადი" ვუწოდოთ — მათ შეუძლიათ მიიღონ ან ნელი, ან სწრაფი მახასიათებლები ვარჯიშის ტიპზე დამოკიდებულებით.
ტიპი II-X — სწრაფი, თეთრი, ძლიერი. სპრინტერების კუნთის 60–75% ასეთია.
ტრენერის გასაღები
გამეორების რაოდენობა არის ხელსაწყო, ხოლო მიზანი — კუნთის დაძაბვის კონკრეტული დრო. 10 გამეორება 2-წამიან ტემპში 20 წამიან დატვირთვას ვიღებთ; იმავე 10 გამეორება 4-წამიან ტემპში — 40 წამი გამოგვივა. ეს სრულიად განსხვავებული ფიზიოლოგიური რეაქციებია.
რატომ სწორედ ეს რიცხვები?
მოდით, დავთვალოთ. თუ ერთი გამეორება საშუალოდ 2–4 წამს იკავებს (1–2 წმ აწევა, 2 წმ დაშვება), მაშინ:
1–5 გამეორება = 4–20 წამის დაძაბვა. ამ დროში მუშაობს ფოსფაგენური სისტემა და პრიორიტეტულად იძაბებიან II-X ტიპის ბოჭკოები. შედეგი — ძალოვანი ადაპტაცია: უპირველესად ნერვული სისტემა ვარჯიშდება, უფრო მეტი მოტორული ერთეული რეკრუტირდება (ირთვება მუშაობაში).
6–12 გამეორება = 24–48 წამის დაძაბვა. ეს არის ოქროს სტანდარტი კუნთის ჰიპერტროფიისთვის. ჩართულია გლიკოლიტური სისტემა, ხდება იონწყალბადის და ლაქტატის დაგროვება — ეს ყველაფერი სტიმულია კუნთის ზრდისთვის.
15+ გამეორება = 60+ წამის დაძაბვა. პრიორიტეტულად აერობული სისტემა, მუშაობს - I ტიპის ბოჭკოები. იზრდება კაპილარიზაცია, მიტოქონდრიების ჰიპერპლაზია, ცხიმის ოქსიდაცია. ეს არის კუნთოვანი გამძლეობის ზონა.
მიზნის ცხრილი
მიზანი
გამეორება
დატვირთვა (% 1RM)
დაძაბვის დრო (TUT)
ძალა
1–5
>85%
4–20 წამი
კუნთის ჰიპერტროფია
6–12
67–85%
24–48 წამი
გამძლეობა
15+ https://sheniekimi.ge/2026/04/30/%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b-10-12-%e1%83%97%e1%83%a3-15-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90/
Comments
Post a Comment