კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა
საქართველოს კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა.


აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.

ბითაძე ამ დრომდე პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. ის 2011-2017 წლებში საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის, 2017-

2020 წლებში კი თბილისის მერის მოადგილე იყო.

ცნობისთვის, კულტურის მინისტრის პოსტი თინათინ რუხაძემ 28 ივლისს დატოვა. https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%98%e1%83%90/

Comments